ამობეჭდვა
ორი დღის განმავლობაში, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა კოლეჯის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებთან. ბარაკონის წარმომადგენლებმა კოლეჯში სწავლის მსურველებს დეტალურად გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, შესაძლებლობები და ჩარიცხვისთვის საჭირო პირობები. შეხვედები იყო ინტერაქტიული და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

კოლეჯმა, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის მეშვეობით განახორციელა.