ამობეჭდვა
პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით უნარების კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული თემატური კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იღებდა, მათ შორის – საჯარო და კერძო სექტორების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებმაც.
უნარების კვირეული კონფერენციით – უნარების ეკოსისტემის კვლევა და განვითარება გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა ორი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგი. კერძოდ, სააგენტოს დაკვეთითა და UNDP/SDC მხარდაჭერით, ჩატარდა დამსაქმებელთა კმაყოფილებისა და პროფესიული განათლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების კვლევა. საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კვლევის მიგნებებზე და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც უნარების სექტორის შემდგომი განვითარებისთვის უნდა გადაიდგას.