ამობეჭდვა
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩაატარა 2019 წლის შემაჯამებელი კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.
ამასთანავე, კონფერენციაზე წარდგენილ იქნა დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში და მოხდა წლის საუკეთესო დამსაქმებლებისა და საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაციების გამოვლენა-დაჯილდოება.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.