ამობეჭდვა
კოლეჯ ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები პროფესიული განათლების მე-3 ეროვნულ კონფერენციაში „ინოვაციური სწავლება და შეფასება პროფესიულ განათლებაში“ მონაწილეობდნენ.
კონფერენციის ჟიურიმ სწავლებისა და შეფასების ყველაზე ინოვაციური, ინტერაქტიული და მაღალტექნოლოგიური პრაქტიკები გამოავლინეს.
ჩვენმა მასწავლებლებმა ნინო შუბითიძემ და რუსუდან ბერიტაშვილმა ნომინაციაში “ყველაზე ინტერაქტიული შეფასება“ გაიმარჯვეს. მასწავლებლებმა ბარაკონში პროფესიული განათლების სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და პრაქტიკებზე ისაუბრეს.
კონფერენციის სტუდენტურ ნაწილში კი ჩვენმა სტუდენტებმა – მარხა მარგოშვილმა და ნანა გრიგალაშვილმა ბარაკონში თავიანთ გამოცდილებაზე და მათ ცხოვრებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კონფერენციაში საქართველოში არსებული კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები მონაწილეობნენ.