ამობეჭდვა
კოლეჯმა ბარაკონმა განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე, ბარაკონის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს კოლეჯის საქმიანობა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, არსებული შესაძლებლობები და სწავლის პირობები. კოლეჯი ასევე ჩაერთო სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაში, რომელიც უკავშირდებოდა კერძო და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების შესახებ სხვადასხვა სახის დისკუსიას და საინფორმაციო შეხვედრას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებული განათლების საერთაშორისო გამოფენა 27-28 მაისს ონლაინ რეჟიმში გაიმართა. გამოფენის გახსნის ცერემონია გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა თამარ ქიტიაშვილმა და ნუნუ მიცკევიჩმა მიიღეს. წელს, ონლაინ ფორმატის საშუალებით, შესაძლებელი გახდა მსურველები გაცნობოდნენ 15 ქვეყნის 200-მდე სასწავლებელს.