ამობეჭდვა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისა და კოლეჯი ბარაკონის ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით განახორციელეს პრაქტიკული პროექტი. პროექტის ფარგლებში კოლეჯის ახალ მისამართზე გააწყვეს კომპიუტერული ტექნიკა და გამართეს შიდა კომპიუტერული ქსელი.

მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას და განახორციელებენ მსგავს აქტივობებს.