ამობეჭდვა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 21 დეკემბერს სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“ გაიმართა „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა“. 
შეხვედრაზე წარდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში, მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ანგარიშების საფუძველზე შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტი და მოდულური პროგრამების დანერგვის ეტაპები 2018 წლისათვის. 
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა მონაწილეებსა და პრეზენტატორებს შორის სხვადასხვა საკითხზე დისკუსიას. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.