II. პროფესიული განათლების საფეხური: III
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ექთნის თანაშემწის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა: ექთნის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 90 კრედიტით (2250 სასწავლო საათი). 1 კრედიტი = 25 სთ.
პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 54 კრედიტით (1350 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი – 36 კრედიტით (900 სასწავლო საათი). კრედიტების 60% ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 40% ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს.
პროგრამის ხანგრძლივობაა 64 კვირა.
V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური
VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ასაკის ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებების მქონე პირების მოვლას, მოვლის პროცესში პაციენტის ასაკის, დაავადების მიმდინარეობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით; უნარშეზღუდულ და სარეაბილიტაციო დახმარების საჭიროების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვას, მათზე ზრუნვას; დაავადების პრევენციას ჯანმრთელ მოსახლეობაში; გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
VII. დასაქმების სფერო:
მესამე საფეხურის ექთნის თანაშემწემ შეიძლება იმუშაოს: სტაციონარში, ჰოსპისში, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში (მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლები), ბინაზე მოვლის სამსახურში, მომვლელად მგზავრობა – მოგზაურობის დროს.
VIII. სწავლების ენა:
ქართული