დაწყების თარიღი: November 15, 2023 2 წელი

პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას;

ამობეჭდვა
1. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ფარმაცია (სააფთიაქო) / Pharmacy

2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე
„უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში/Higher Vocational Qualification in Pharmacy.“

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – ,,ფარმაცია”, კოდი 0916, აღმწერი – ,, შეისწავლის წამლებს და ადამიანზე მათ გავლენას. მოიცავს წამლის მომზადებას, განაწილებასა და ადმინისტრიებას.”

3. მიზანი
პროგრამის მიზანია ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას;

4. დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება.

5. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.

6. სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა მოიცავს ითვალისწინებს 3 ზოგად მოდულს, ჯამური 11 კრედიტის მოცულობით და 26 პროფესიულ მოდულს, ჯამური 109 კრედიტის მოცულობით. შესაბამისად პროგრამის სრული მოცულობაა 120 კრედიტი.

პროგრამის მოცულობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის არის 150 კრედიტი.

7. მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:
1. შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად;
2. დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა;
3. შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა;
4. განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე;
5. ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის პერიოდული კონტროლი;
6. განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირება;
7. მომზადება რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმები;
8. გაითვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები;
9. განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ;
10. განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია;
11. განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ;
12. დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები.

8. კვალიფიკაციის მინიჭება
კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შპს ბარაკონის დირექტორის პრეროგატივას საკვალიფიკაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები.

9. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც მემორანდუმების/ხელშეკრულებების მეშვეობით უზრუნველყოფილია პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება:
• შპს „ავერსი-ფარმა“