სიახლეები

ონლაინ შეხვედრა მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით

ონლაინ შეხვედრა მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის (აპლიკანტთა შერჩევის კოორდინატორებისთვის/ ადმინისტრატორებისთვის) ონლაინ შეხვედრა 2022-2023 სასწავლო წლის აპლიკანტთა შერჩევის ფარგლებში მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით.

ვრცლად

პოტენციური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა იდენტიფიცირების და მოზიდვის საკითხის განხილვა

პოტენციური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა იდენტიფიცირების და მოზიდვის საკითხის განხილვა

მიმდინარე წლის, 11 აგვისტოს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პოტენციური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა იდენტიფიცირებისა და მოზიდვის საკითხების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლები.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა  – “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა/გამოწვევები და რეკომენდაციები “

სამუშაო შეხვედრა – “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვა/გამოწვევები და რეკომენდაციები “

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების წერილის საფუძველზე, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და მასში ევროპული ხარისხის ინდიკატორების ინტეგრირება.

ვრცლად

კომისიის მუშაობის ახალი წესისა და განაცხადის ახალი ფორმების გაცნობა

კომისიის მუშაობის ახალი წესისა და განაცხადის ახალი ფორმების გაცნობა

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2017-19 წლებში განხორციელებული  საორიენტაციო კურსების აღდგენამდე, რომელიც 2022 წლის შემოდგომის სემესტრში იგეგმება, კომისიის მუშაობის ახალი წესისა და განაცხადის ახალი ფორმების გაცნობა. 

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

მიმდინარე წლის 26 ივლისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება. შეხვედრა ჩატარდა Zoom – ის ელექტრონული სისტემის გამოყენებით. 

ვრცლად

უნარების კვირეულის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

უნარების კვირეულის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 21 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული უნარების კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა პროფესიულ განათლებაში კარიერის მართვის სერვისების როლსა და განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმო. კონფერენციის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კარიერის მართვის სპეციალისტებისთვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მათი ხედვის მოსმენა იყო.

ვრცლად

პირველი სტუდენტური კონფერენცია

პირველი სტუდენტური კონფერენცია

კოლეჯის ორგანიზებით პირველი სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა.

ვრცლად

უნარების კვირეული ფარგლებში დარგობრივი უნარების ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა

უნარების კვირეული ფარგლებში დარგობრივი უნარების ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 20 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, უნარების კვირეულის ფარგლებში დარგობრივი უნარების ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუო) ჩამოყალიბების პროცესისა და პირველი შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

ვრცლად

უნარების კვირეული

უნარების კვირეული

პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით უნარების კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული თემატური კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იღებდა, მათ შორის კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.

ვრცლად

ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 18 ივლისს, გაიმართა ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვერიფიკაციის პროცესში წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, ჯგუფის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება.

ვრცლად