მიმდინარე წლის 07 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა.
დირექტორის მოადგილემ, ნინო ბოკერიამ და სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.



