ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 9-10 მარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე – საგრანტო წინადადების შემუშავება და ფონდების მოძიება. ტრენინგი მიზნად ისახავდა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით. მონაწილეებმა ინტერაქციული სესიების ფარგლებში განიხილეს პროექტის იდეის გენერირების, პრობლემის იდენტიფიცირების და შესაბამისი აქტივობების დასახვის ტექნიკები.