მიმდინარე წლის 21 ივლისს, კოლეჯ „ბარაკონში“ ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია. სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვს აქტიური სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტს. მონაწილეობის მისაღებად, სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად, კოლეჯის ელ. ფოსტაზე (info@barakoni.edu.ge) გაგზავნის ან კოლეჯში განცხადების დაწერის გზით, რომელსაც თან ერთვის ხელმძღვანელის თანხმობა. განაცხადების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 06 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
კოლეჯის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია განისაზღვრა 5 წევრის შემადგენლობით, ხოლო კონფერენციაზე გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

I ადგილი – 150 ლარი

II ადგილი – 100 ლარი

III ადგილი – 50 ლარი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ კოლეჯის ადმინისტრაციას.
გისურვებთ წარმატებებს!
print