ამობეჭდვა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, გამართა ონლაინ შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებსაც წარუდგინა 2021-2025 წლების სტრატეგიული დოკუმენტები.
 
ცენტრის სტრატეგიული დოკუმენტები ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა წარადგინეს.
ცენტრმა ასევე გამართა 2021 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია უკუკავშირის მიღების მიზნით.