ამობეჭდვა
17 სექტემბერს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროგრამების ბიუჯეტის შედგენას შეეხებოდა.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტი ითვალისწინებს პროგრამის განხორციელების ფინანსური მდგრადობის შეფასებას, რომლის ძირითადი მტკიცებულება პროგრამის ბიუჯეტი იქნება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ექსპერტთა მიერ ბიუჯეტის შესწავლის მიზანი, ბიუჯეტის აგების ძირითადი პრინციპები როგორც საჯარო, ისე – კერძო პროვაიდერების სპეციფიკის გათვალისწინებით და პროგრამის ბიუჯეტის ფორმა.