ამობეჭდვა
2019 წლის 1 ივლისს, სასტუმრო „იოტა“ში შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში ასოციაციის წევრ პროფესიულ საგანმანათლებლო 
დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დაფინანსების პირობები კერძო კოლეჯებისთვის;  
დაფინანსების სქემაში კერძო კოლეჯების ჩართვისას ავტორიზაციის მოთხოვნები;
ანკეტა-კითხვარის შევსება და რეესტრის წარმოების საკითხები;

შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი – გიორგი ფოფხაძე.