ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 31 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში Zoom პლატფორმის მეშვეობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრას კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა “საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანების 53 – ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების საკითხებზე.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებაზე ცენტრის მანდატში, კვალიფიკაციების განვითარების კუთხით და სამოქალაქო განათლების მოდულის ცვლილებებთან დაკავშირებით.