24 ივნისს, კოლეჯის ორგანიზებით მესამე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურად კონფერენციის ჩატარების მიზანს პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა. შემფასებელი კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი ჯილდო,…
