Monthly Archives: May 2024

საექთნო საქმის და ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

საექთნო საქმის და ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულთა საყურადღებოდ!

საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის პროფესიული ტესტირება ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება შაბათს, 01 ივნისს. ყველა დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა მიიღო სმს შეტყობინება ტელეფონზე, სადაც მითითებული იყო, რომ ჩაინიშნა ტესტირების დრო. შეგახსენებთ, რომ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილზე და ნახოთ საგამოცდო ბარათი. ბარათზე მითითებული იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. საგამოცდო ბარათი უნდა ამობეჭდოთ და პირადობასთან ერთად თან…

ვრცლად

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 27 მაისს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა ჩაატარეს.

ვრცლად

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2024 წლის მიღების ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა მოტივაციური გასაუბრების თარიღებად განისაზღვრა 29 და 31 მაისი და ინფორმაცია ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. თითოეულ აპლიკანტს, გასაუბრების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია, შეუძლია მოიძიოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გენერირებულ საგამოცდო ბარათზე.

ვრცლად

ღონისძიება ,,ისწავლე და დასაქმდი პროფესიული განათლებით”

ღონისძიება ,,ისწავლე და დასაქმდი პროფესიული განათლებით”

2024 წლის 14 მაისს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ,,ისწავლე და დასაქმდი პროფესიული განათლებით”. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები. ღონისძიების ფარგლებში სამუშაოს მაძიელებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზევე გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებელს.…

ვრცლად