მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2020 წლის ჩარიცხვის საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. დირექტორის მოადგილემ და სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში არმონაწილეობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ იმ პირებს, რომლებიც გამოცდას მიმდინარე წლის 23 ან 24 სექტემბერს აბარებენ, საშუალება ექნებათ 22 სექტემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტები შეძლებენ ყოველგვარი შეფასების გარეშე ვარჯიშს და გაეცნობიან თავად სისტემას. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე https://naec.ge/#/ge/index .
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირებისთვის, სისტემაში (http://vet.emis.ge/) საგამოცდო ბარათები საბოლოო სახით ფორმირებულია. პრეტესტი ჩატარდება 22 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში. ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – http://naec.ge/ . საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები განთავსებულია (http://naec.ge/) -სა და (http://vet.emis.ge/)-ზე. ტესტირება ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება 23 სექტემბერს.



