Monthly Archives: June 2023

საჯარო ლექცია

საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 28 ივნისს, კოლეჯ ბარაკონში ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიება გამართა. ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: “წამალდამოკიდებულების ფსიქო-სოციალური ასპექტები”. Შეხვედრას ნარკოლოგიური კლინიკა Neogeni / ნეოგენის ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ბოკუᲩავა უძღვებოდა. ღონისძიების დროს სტუდენტებს და მასწავლებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დარგის ექსპერტმა ამომწურევი პასუხები გასცა. შეხვედრა საინტერესო და ინფორმატიული იყო. აღინიშნა, რომ მსგავსი…

ვრცლად

ტრენინგი თემაზე: “ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და შეფასების პროცესში”

ტრენინგი თემაზე: “ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და შეფასების პროცესში”

მიმდინარე წლის 27 ივნისს, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩაატარდა ვოქშოფი თემაზე: “ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და შეფასების პროცესში”. ტრენიგნს უძღვებოდა პროფესიული განათლების მასწავლებელი ზვიად მამნიაშვილი.

ვრცლად

შეხვედრა თემაზე ,,მე აქტიური მოქალაქე”.

შეხვედრა თემაზე ,,მე აქტიური მოქალაქე”.

მიმდინარე წლის 23 ივნისს, ჩატარდა პროფესიულ სტუდენტთა შეხვედრა უფლებადამცველ სამირა ბაირამოვასთან თემაზე ,,მე აქტიური მოქალაქე”. შეხვედრამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც პროფესიულ სტუდენტთა, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხრიდან და წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში.

ვრცლად

ფილმის ჩვენება

ფილმის ჩვენება

20 ივნისს, კოლეჯ ბარაკონში გაიმართა გარი ბარდინის ფილმების -„კონფლიქტი“ და „ადაჯიო“-ს ჩვენება. ჩვენების შემდგომ, გაიმართა ფილების განხილვა – დისკუსია. განხილვას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პროფესიული მასწავლებელი – ნოდარ აფხაძე. განხილვის დროს პროფესიულმა სტუდენტებმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ვრცლად

საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები. შეხვედრები ჩატარდა ქ. თბილისის N163, N35, N122 და N64 საჯარო სკოლებში. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, ზოგადად პროფესიული განათლებისა და კოლეჯ ბარაკონის საქმიანობის შესახებ. ინტერაქტიულ რეჟიმში განხორციელდა მოსწავლეების ინფორმირება 2023 წელს გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

ვრცლად

გაიმართა შეხვედრა კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლებთან

გაიმართა შეხვედრა კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 09 ივნისს, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან, კორპორაცია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო პროფესიული სტუდენტებისთვის კომპანიის საქმიანობის გაცნობა და ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება. კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება. კორპორაცია „გეფა“ აერთიანებს 400 – მდე “ფარმადეპოს” და “ჯპს”-ის აფთიაქს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოლეჯი ბარაკონი…

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა პრაქტიკის ინსტრუქტორებთან

საინფორმაციო შეხვედრა პრაქტიკის ინსტრუქტორებთან

მიმდინარე წლის 09 ივნისს, შედგა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილული იყო საწარმოო პრაქტიკის პერიოდი, დღიურად სამუშაო საათების რაოდენობა და სამუშაო ადგილზე მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობა. ასევე განიხილეს კოლეჯში შეფასების ინსტრუმენტებისა და უწყისების წარმოდგენის ვადები.

ვრცლად

ტრენინგი თემაზე „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“

ტრენინგი თემაზე „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“

მიმდინარე წლის, 25 მაისს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების ექსპერტმა ჩაატარა ტრენინგი „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“. ტრენინგის მიზანი იყო ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი ადამიანური რესურსის კომპეტენციების გაძლიერება აკომოდაციების განხორციელების გზით; ასევე, აკომოდაციების განხორციელებაში გაწაფვა პროფესიული სტუდენტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით. ტრენინგს ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.

ვრცლად