მიმდინარე წლის 25 მაისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩარატდა “ციფრული და შერეული სწავლების კონცეფცია და მექანიზმები პროფესიულ განათლებაში” დოკუმენტის პრეზენტაცია და საჯარო განხილვა. მიმოიხილეს პროფესიულ განათლებაში ტექნოლოგიებით გამდიდრებული ონლაინ თუ შერული სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები. კონცეფციის განხილვაში, მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო ჭითანავამ.
მიმდინარე წლის 25 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო და კერძო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის დირექტორი გიორგი ფოფხაძე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.



