16 ივნისს ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეროვნულ არქივს სტუმრობდნენ.სტუდენტები გაეცნენ ეროვნული არქივის სტრუქტურას, მუშაობის წესებს. მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ექსკურსიის დროს გიდმა მათ აჩვენა ედისონის ცვილის ლილვაკი, რომელზეც დატანილია პირველი აუდიო ჩანაწერი -1901 წლის კავსაძის გუნდი. აღინიშნა, რომ ასეთი სულ 5 კოლექციაა საქართველოში. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს ქართველ მეფეთა ხელნაწერები. მათ შორის თამარ მეფის და…
5 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესების მიმდინარეობის საკითხებზე.
2017 წლის 6 და 7 ივნისს შპს ბარაკონში მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით იმყოფებოდა მხარდაჭერის ექსპერტი ია ფირანიშვილი-გიგიბერია, რომელიც შეხვდა როგორც კოლეჯის ადმინისტრაციას ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, კოლეჯმა მიიღო კონსულტაცია მისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე. ასევე დაისახა მომავალი შეხვედრისთვის განსახილველი საკითხები. კოლეჯი მადლობას უხდის ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ იას მხარდაჭერისათვის.



