ამობეჭდვა
16 ივნისს ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეროვნულ არქივს სტუმრობდნენ.სტუდენტები გაეცნენ ეროვნული არქივის სტრუქტურას, მუშაობის წესებს. მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ექსკურსიის დროს 

გიდმა მათ აჩვენა ედისონის ცვილის ლილვაკი, რომელზეც დატანილია პირველი აუდიო ჩანაწერი -1901 წლის კავსაძის გუნდი. აღინიშნა, რომ ასეთი სულ 5 კოლექციაა საქართველოში. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს ქართველ მეფეთა ხელნაწერები. მათ შორის თამარ მეფის და ერეკლე მეფის ხელნაწერები. 

ვიზიტის დროს სტუდენტები შეხვდნენ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორს ბატონ გიორგი კაკაბაძეს, ესფ ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს ქალბატონ დალი ეჯიბიძეს, ისტორიული არქივის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ჭუმბურიძეს და არქივის სხვა თანამშრომლებს.