ცხადდება მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ამობეჭდვა
სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
კოლეჯის დირექტორის 20.10.2017 წლის №46 ბრძანების თანახმად 24 ოქტომბრიდან ცხადდება მიღება.
სწავლის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით.
მოგვმართეთ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10.00 დან 17.00 საათამდე.
24 ოქტომბრიდან რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • პრაქტიკოსი ექთანი
  • ექთნის თანაშემწე
  • მასაჟისტი
  • კბილის ტექნიკოსი
  • ფარმაცევტის თანაშემწე
  • ბუღალტერი
  • ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი)
  • ინფორმაციული ტექნოლოგი
  • კომპიუტერული გრაფიკოსი
  • ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა ხდება გამოცდის გარეშე. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ:
Tel – 2 30 80 86 10.00-დან – 17.00 სთ.-მდე.
მობ. – 551 278803 / 577 462402 / 599 504052 / 599 512524 /
დიპლომი რომელსაც დაეუფლება კურსდამთავრებული, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

მსურველთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურა:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით,რომელიც ადგენს დოკუმენტების მიღების ვადას. ბრძანება, მისი გამოცემიდან გონივრულ ვადებში, განთავსდება კოლეჯის ვებგვერდზე.
მსურველთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

  1. პირადი (არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
    1. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  3. ორი ფოტოსურათი , ზომით 3X4;
  4. საბაზო საშუალო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი , რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე ;