ამობეჭდვა
2019 წლის 25 იანვარს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით კოლეჯების ხელმძღვანელებისა და ბუღალტრებისთვის ჩატარდა სემინარი “საპენსიო შენატანებთან” დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი ბატონი გიორგი ფოფხაძე.
საპენსიო სააგენტოს მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დამსაქმებელთა და თანამშრომელთა რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროცედურები.