ამობეჭდვა
2018 წლის 7 ივნისს, საზოგადოებრივ კოლეჯში „ბარაკონი“ გაიმართა შეხვედრა ბაგა-ბაღის  აღმზრდელი პედაგოგის პროგრამის პროფესიულ სტუდენტებსა და ნიკოლოზ წიკლაურს შორის. ნიკოლოზმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და მისცა რეკომენდაციები უსინათლო და მცირემხედველ აღსაზრდებელთან მუშაობისა და სწავლის სტრატეგიებთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ წიკლაურმა  დაამთავრა 202-ე უსუნათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი. 2018 წელს დაამთვარა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“  და არის ვებ ინტერფეისის დეველოპერი. 2017 წელს გახდა „წლის პროფესიული სტუდენტი“. ამჟამად არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტი. 2015-2016 წლის FLEX-ის კურსდამთავრებული, მერიის კონკურსების ლაურეატი(ქართული მუსიკა, ქართული ფრესკები), ცაბაძის კონკურსის ლაურეატი, ოქროს კლავიშის გამარჯვებული.

ნიკოლოზი არის ძალიან აქტიური პიროვნება, მონაწილებს უამრავ პროექტში, ქმნის სხვადასხვა აპლიკაციებს, მათ შორის საგანმანათლებლო თამაშებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ადაპტირებას უკეთებს სხვადასხვა პროგრამებს უსინათლო ადამიანებისათვის.