განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ჩატარდა ტრენინგი რომელსაც ესწრებოდა კოლეჯი ბარაკონის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ნინო ჭითანავა.
შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ქალაქ თბილისში, სასტუმრო Marriott Hotel-ში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახაბერ ერაძემ საზეიმო ვიტარებაში ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხიმგებელ პირებს ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატები გადასცა.



