კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა.
თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისა და მუშაობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შესაბამისად, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.



