კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, 17 მარტს, ონლაინ პლატფორმა zoom-ის საშუალებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა თემაზე: შრომის კანონის ახალი ცვლილებების მოთხოვნები პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით.
შეხვედრას უძღვებოდა შრომის ინსპექციის იურისტ-კონსულტანტი ნატო ნათენაძე, რომელმაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯის წარმომადგენლებს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე და მათ კითხვებს უპასუხა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, რომელმაც დაწესებულებებს გაუწია კონსულტირება, რათა ცენტრთან კოორდინირებულად მოხდეს შრომის კანონმდებლობის ცვლილებების დანერგვა დაწესებულებებში.



