მიმდინარე წლის 11 დეკემბერს კოლეჯ ბარაკონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია.
სემინარი, რომელიც საინტერესო საკითხებს მოიცავდა, ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებისთვის.



