ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 15 მარტს, ფარმაცევტული კომპანიის “იმპექსფარმი” და “შპს ბარაკონი”-ს წარმომადგენლებს შორის, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას ორივე მხარისთვის როგორც ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი განვითარების, ასევე მომავალი ფარმაცევტების მომზადების თვალსაზრისით. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს იმ აქტივობებსა და შემდგომ ნაბიჯებზე, რომელთა განხორციელება სურთ მომავალი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.