14 ოქტომბერს, კოლეჯმა ფანასკერტელმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ერთობლივ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის რევიზიის ძირითადი ასპექტების შეჯერება. შეხვედრას დაესწრო 20-მდე პრაქტიკოსი ექთანი და სფეროს ექსპერტი.
პროფესიული უნარების სააგენტოს ეგიდით სტანდარტების გადამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ასოციაცია ამ პროცესში სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ასოციაციის საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტი ამჟამად კოორდინაციას უწევს ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის განახლების პროცესს.



