ამობეჭდვა
ბარაკონის პროფესიული განათლების მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოილოცეს ფოკის დედათა და მამათა მონასტრები, ბერთას მონასტერი, მოინახულეს ფარავნის ტბა, საღამოს ტბა, ახალქალაქში ტურინის (ქრისტეს) სუდარის ასლი, ბოლოს კი ესტუმრნენ გორელოვკაში დუხაბორების დასახლებას.

ბარაკონი, სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, ყოველთვის მართავს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს როგორც მასწავლებლებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის.