ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, პროფესიული უნარების სააგენტოს წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს, სააგენტოს ერთწლიანი საქმიანობის შედეგად განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შეჯამება წარმოადგენდა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა სააგენტოს ერთი წლის საქმიანობის შედეგები, გამოკვეთა მნიშვნელოვანი მიღწევები, ხაზი გაუსვა პარტნიორობის მნიშვნელობას და პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა უნარების ეკოსისტემის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს – სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
 
შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.