ყველა

18.06.13 ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი

საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოპოვების მიზნით, შპს ბარაკონმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საავტორიზაციო განაცხადი. კოლეჯის მაძიებლად ცნობის შემდგომ, დაწესებულების პირობების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით 19 და 20 ივნისს კოლეჯში განხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი.

ვრცლად

24.05.13 პრეზენტაცია თემაზე – სწავლების მეთოდები

ხუთშაბათს, 23 მაისს კოლეჯში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და კოლეჯის პედაგოგების მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე სტუდენტებმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: სწავლების მეთოდები. დაიგეგმება მომავალი შეხვედრების განრიგი და განსახორციელებელი აქტივობები.  

ვრცლად

16.04.13 მორიგი შეხვედრა ილიაუნის წარმომადგენლებთან

ხუთშაბათს, 16 აპრილს11 სთ. 30წთ-ზე კოლეჯში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და კოლეჯის პედაგოგების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: პრაქტიკული კვლევის (Action Research) თავისებურებები და განხორციელების ეტაპები. დაიგეგმება მომავალი შეხვედრების განრიგი და განსახორციელებელი აქტივობები. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვრცლად

10.04.13 შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან

11 აპრილს 11 სთ. 30წთ-ზე კოლეჯ ბარაკონში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და „ბარაკონის“ პედაგოგების შეხვედრა. შეხვედრის მიზანია მაგისტრანტების მიერ პრაქტიკული კვლევის (Action Research) თავისებურებებისა და განხორციელების ეტაპების გაცნობა პედაგოგებისთვის, პრაქტიკული კველვის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ვრცლად

15.03.13 საინფორმაციო შეხვედრა

კოლეჯის მასწავლებელთა საყურადღებოდ!    20 მარტს 15.00 საათზე გაიმართება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა პედაგოგიურ საბჭოსთან. შეხვედრაზე განიხილება ახალი პროფესიული პროგრამის პროექტის სამუშაო ვერსია.  ჯანდაცვის სკოლის მასწავლებლებისთვის დასწრება სავალდებულოა.

ვრცლად

21.11.12 2012 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

22 ნოემბრიდან იწყება მედდების და კბილის ტექნიკოსების სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების სერთიფიკატების გაცემა. სერთიფიკატები გაიცემა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12.00-დან 15.00 საათამდე.

ვრცლად

01.11.12 ყურადღება! ცხადდება მიღება

10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე ცხადდება საბუთების მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე: ექთნის თანაშემწის მესამე საფეხური კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხური ბუღალტრის მესამე საფეხური მასაჟისტის მესამე საფეხური ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხური ჩარიცხვა მოხდეს გასაუბრების წესით. კბილისი ტექნიკოსის მესამე საფეხურზე ჩარიცხვა განხორციელდეს კბილის ტექნიკოსის მეორე საფეხურის დიპლომის ან გასაუბრების საფუძველზე. კოლეჯის დირექტორის ბრძანება

ვრცლად

19.10.12. დიპლომების გაცემა

2011/12 სასწავლო წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!  22 ოქტომბრიდან იწყება 2011/12 სასწავლო წლის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების გაცემა.   გაიცემა შემდეგი პროგრამების დიპლომები: ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხური ბუღალტრის მესამე საფეხური მასაჟისტის მესამე საფეხური დიპლომები გაიცემა ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 12.00.სთ.-დან 15.00სთ.-მდე. კურსდამთავრებულმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 

ვრცლად

06.09.12 ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ

ყურადღება! სასწავლო პროცესი განახლდება 24 სექტემბერიდან.  2011/12 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ კოლეჯში 24 სექტემბერს 10.00.სთ.-ზე. 2012/13  სწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტები სწავლას იწყებენ 1 ოქტომბერს 10.00.სთ.-ზე. 

ვრცლად