დაწყების თარიღი: October 2, 2017 1 წელი

პროფესიული პროგრამის მიზანი:
ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტი) მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და შეძლებს:

  • სამდივნო საქმიანობისა და საქმისწარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გარკვეული დამოუკიდებლობით განხორციელებას
  • სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას კოლეგებთან
  • მომხმარებელთან და საზოგადოებასთან
  • მოქალაქეთა შეკითხვებზე ზეპირ, უდოკუმენტო მომსახურებას
  • დოკუმენტების ინდექსირებას, მათ რეგისტრაციას, საარქივო მომსახურების ორგანიზაციას დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით დაკისრებული მოავალეობების ფარგლებში
ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი)

II. პროფესიული განათლების საფეხური: მესამე საფეხური

III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

IV. პროგრამის მოცულობა: ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს (1500 საათი), საიდანაც 36 კრედიტი (900 სთ.) ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 24 კრედიტი (600 სთ) სასწავლო პრაქტიკას. სწავლის ხანგრძლივობაა 32 კვირა. ერთი კრედიტი მოიცავს 25 ასტრონომიულ საათს, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელი მუშაობისათვის საჭირო საათები.

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) მესამე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება საბაზო განათლების მქონე პირი.
VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტი) მესამე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტის) მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და შეძლებს: სამდივნო საქმიანობისა და საქმისწარმოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გარკვეული დამოუკიდებლობით განხორციელებას, სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას კოლეგებთან, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან; მოქალაქეთა შეკითხვებზე ზეპირ, უდოკუმენტო მომსახურებას; დოკუმენტების ინდექსირებას, მათ რეგისტრაციას, საარქივო მომსახურების ორგანიზაციას დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით დაკისრებული მოავალეობების ფარგლებში.

VII. სწავლების ენა: ქართული
VIII. დასაქმების სფერო
ოფისის მენეჯერს (მდივან-რეფერანტს) შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სადაც მიმდინარეობს საქმისწარმოება.