დაწყების თარიღი: October 5, 2020 1 წელი

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

ამობეჭდვა
1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენაზე – ინფორმაციის ტექნოლოგია / Information Technology

2. სარეგისტრაციო ნომერი – 06112-პ

3. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;

აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება – კოდი 0612. აღმწერი – „შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც”.

4. მიზანი:
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

5. დაშვების წინაპირობები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციისათვის – საბაზო განათლება;

6. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

• ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

 ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 62.09.0; 95.11; 95.11.0
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3512

7. სტრუქტურა და მოდულები:

• საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოიცავს 6 ზოგად მოდულს ჯამური 16 კრედიტის ოდენობით. 3 პროფესიულ მოდულს ჯამური 13 კრედიტის ოდენობით. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი.

8. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 60 კრედიტი
ხანგრძლივობა: 10 თვე / 40 სასწავლო კვირა
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 75 კრედიტი
ხანგრძლივობა: 13 თვე / 50 სასწავლო კვირა
მოდულის, ქართული ენა A2-ის გავლა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის სავალდებულოა – დანართი 3.7.

9. მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

სწავლის შედეგები საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის მიმართულებით

1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

10. სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება

პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;
ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში.
პროგრამა მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი – მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:
მართლმეტყველება
• საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
• სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
• მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
• ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
• ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური საშუალებების ადეკვატურად გამოყენება (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).
მართლწერა
• საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
• ძირითადი სასვენი ნიშნების (წერტილი, კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
• პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
• წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
• არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა – ბარბარიზმები, ჟარგონები;
• ინფორმაციის გადმოცემა თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.

11. კვალიფიკაციის მინიჭება

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შპს ბარაკონის დირექტორის პრეროგატივას საკვალიფიკაციო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.
12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის
შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია – მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

13. პროგრამის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები

• საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“
• „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო“

პროფესიული სტანდარტები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი;

კლასიფიკატორები:

• საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – ეკონომიკური საქმიანობის სახეები (2016 წ.)
• დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO)
• განათლების საერთაშორისო კლასიფიკატოტი (ISCED)