2. მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;
აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს – მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება – კოდი 0612. აღმწერი – „შეისწავლის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების დიზაინს, ფუნქციონირებასა და ინტეგრაციას. მოიცავს კომპიუტერულ მედია აპლიკაციებსაც”.
3. მიზანი:
ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
4. დაშვების წინაპირობები:
საბაზო პროფესიული კვალიფიკაციისათვის – საბაზო განათლება;
5. დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
• ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.
6. სტრუქტურა და მოდულები:
• საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოიცავს 6 ზოგად მოდულს ჯამური 17 კრედიტის ოდენობით. 3 პროფესიულ მოდულს ჯამური 13 კრედიტის ოდენობით. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 61 კრედიტი.
7. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 61 კრედიტი
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
მოცულობა: 76 კრედიტი
მოდულის, ქართული ენა A2-ის გავლა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის სავალდებულოა.
8. მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
სწავლის შედეგები საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის მიმართულებით
1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
9. კვალიფიკაციის მინიჭება
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.