2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2025 წლის 04 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა:
1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში).
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი).
4. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
5. კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/ასლი ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
6. 17 წელს მიღწეული წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი
7. უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში -განათლების აღიარების დოკუმენტი.
8. ფოტოსურათი.



