- იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
- იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
- იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
- იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო;
2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას თან უნდა ახლდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთ გარემოებას.