საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა პროფესიული ტესტირება ჩატარდება 2025 წლის 31 მაისს.
დიპლომირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით. ფარმაცია (სააფთიაქო) – სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი. საექთნო სამე – სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი. ინფორმაციის ტექნოლოგია – ხანგრძლივობა 1წელი. გაიცემა ორენოვანი სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი. დარეგისტრირდი ბმულზე https://vet.emis.ge/ კითხვების შემთხვევაში დაგვირეკე: 598535455; 574143536; 551278803 #შექმენიშენიმომავალიჩვენთანერთად #წარმატებაიწყებააქ #კოლეჯიბარაკონი #აირჩიებარაკონი
მიმდინარე წლის 26 მარტს, სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე ,,არ დაემონო თამბაქოს, იყავი თავისუფალი! აირჩიე ჯანმრთელობა!’’, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს მოხმარების თაობაზე. შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი შოთა ოდიშვილი. პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. შეხვედრის ძირითადი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეები მომხსენებლისგან იღებდნენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით…
პროფესიულ განათლებაში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვისა და განვითარების კონკურსის ფარგლებში გაიხსნა „პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი ჯანსაღი ცხოვრება და თანასწორობა 2025“! ფესტივალის ორგანიზატორები არიან სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ და სსიპ კოლეჯი „მოდუსი“. პროექტის მხარდამჭერია ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო. სპორტულ ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი და 350 პროფესიული სტუდენტი მთელი საქართველოს პროფესიული კოლეჯებიდან, რომელთა შორისაა კოლეჯი ბარაკონიც. ფესტივალი მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო…
7 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კორპორატიული ღონისძიება „პროფესიონალთა ტრიუმფი“ გაიმართა, რომელშიც ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე, საექთნო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ კოლეჯების საექთნო მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელები. ღონისძიებაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ, რაზეც ასოციაცია, საქართველოს კარიტასი, საქართველოს წითელი ჯვარი და ექთანთა ასოციაცია ინტენსიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დამფუძნებელი ორგანიზაციების…
მიმდინარე წლის 15 იანვარს, კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟს პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.



