Yearly Archives: 2025

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდა

კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისა და მუშაობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შესაბამისად, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ვრცლად

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა

საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 09 ივლისს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო, კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება და დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

ვრცლად

2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

მიმდინარე წლის 07 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. დირექტორის მოადგილემ, ნინო ბოკერიამ და სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი…

ვრცლად

პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია

პროგრამებზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია

2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2025 წლის 04 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი…

ვრცლად

ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის?

ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის?

ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 ივნისს კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სპორტული რა? სად? როდის? თამაშში მონაწილეობდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში შექმნილი გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან, მათ შორის ერთი პროფესიული განათლების მასწავლებლისაგან. თამაში შედგებოდა 1 ტურისა და 15 კითხვისაგან (1 შეკითხვა – 1 ქულა). გამარჯვებული გახდა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გუნდი.

ვრცლად

რიგით მეოთხე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

რიგით მეოთხე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

25 ივნისს, კოლეჯის ორგანიზებით რიგით მეოთხე სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა. ასევე, კონფერენციის მიზანი ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა წახალისება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. შემფასებელი კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდა კონფერენციის გამარჯვებული პროფესიული სტუდენტები. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ პროფესიულ სტუდენტებს ფულადი…

ვრცლად

კომპანია გეფას წარმომადგენლების ვიზიტი

კომპანია გეფას წარმომადგენლების ვიზიტი

მიმდინარე წლის 05 ივნისს, კოლეჯ ბარაკონში კომპანია „გეფას“ წარმომადგენელთა ვიზიტი გაიმართა. გეფას თანამშრომლებმა ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, შიდა ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს და ბონუსების სისტემა გააცნეს. აღინიშნა, რომ კომპანიაში დასაქმებული პროფესიული სტუდენტებისთვის შესაძლებელია სასწავლო პროცესთან შეთავსებადი გრაფიკის მორგება. კომპანიის წარმომადგენლებმა კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს ასევე კარიერული ზრდის შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრა…

ვრცლად

პროგრამა „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“

პროგრამა „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“

30 მაისს, პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში კოლეჯ „ბარაკონში“ გაიმართა ორი შეხვედრა. პროგრამის ოფიცერმა, თამარ ჟღენტმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ონალინ ძალადობა და სმარტფონის დაცვა“. ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ონალინ ძალადობის დეფინიცია; ონლაინ ძალადობის ფორმები; ონალინ ძალადობისგან თავდაცვის გზები. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც: მონაწილეებმა, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, გაიგეს, როგორ უნდა დაიცვან სმარტფონი, ისწავლეს, რა ფუნქციები…

ვრცლად

სტუდენტური ოლიმპიადა “ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდამჭერ” სპეციალობაში

სტუდენტური ოლიმპიადა “ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდამჭერ” სპეციალობაში

კოლეჯი ბარაკონის ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული სტუდენტები “ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდამჭერ” სპეციალობაში სტუდენტურ ოლიმპიადაზე იმყოფებოდნენ, რომელიც ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის “ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში ჩატარდა და მოიცავდა საქართველოს ყველა რეგიონს. პროექტის პარტნიორები არიან: IT კომპანიები, დამსაქმებლები, Cisco Systems ქსელური აკადემია და დარგობრივი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდა სსიპ _ კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში”.

ვრცლად

2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!

კოლეჯ ბარაკონში ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთათვის განისაზღვრა მოტივაციური გასაუბრების თარიღები.ყველა დარეგისტრირებული აპლიკანტი სმს შეტყობინების სახით მიიღებს ინფორმაციას გასაუბრების შესახებ, ხოლო საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება ინფორმაცია გასაუბრების ადგილისა და დროის შესახებ. გისურვებთ წარმატებებს!ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551278803; 574 143536; 598535455#შექმენიშენიმომავალიჩვენთანერთად#წარმატებაიწყებააქ#კოლეჯიბარაკონი#აირჩიებარაკონი

ვრცლად