ყურადღება! საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ანბიოლოგიის კომპონენტი) ჩატარდება 11 ოქტომბერს. დეტალური ინფორმაცია გამოცდის დროისა და ადგილის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე. საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შეგიძლიათ სარეგისტრაციო ვებგვერდიდან: vet.emis.ge ასევე გთავაზობთ საგამოცდო პროგრამასა და ტესტური დავალებების ნიმუშებს: https://naec.ge/?fbclid=#/ge/post/3468
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, შპს ბარაკონის ადმინისტრაციის წევრებმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა შეაჯამეს გასული სასწავლო წლის შედეგები და იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის გეგმებსა და ინიციატივებზე.
კოლეჯ ბარაკონში ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!განისაზღვრა მოტივაციური გასაუბრების თარიღები.ყველა დარეგისტრირებული აპლიკანტი მიიღებს სმს შეტყობინებას ტელეფონზე, სადაც მითითებული იქნება გასაუბრების თარიღის შესახებ. ამის შემდეგ, თითოული რეგისტრანტი უნდა შეხვიდეს თავის პროფილზე და ნახოს საგამოცდო ბარათი, რომელზეც მითითებული იქნება ინფორმაცია გასაუბრების ადგილისა და დროის შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესთან მიერთების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ცენტრის ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები.
15 სექტემბერს, კოლეჯ ბარაკონში 2025 წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო. კოლეჯის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროფესიულ სტუდენტებს მიულოცეს სწავლის დაწყება და სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს. შეხვედრის ფარგლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კოლეჯის ვებგვერდი, სასწავლო შინაგანაწესი, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები. კოლეჯი ბარაკონი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პროფესიულ სტუდენტს სასწავლო წლის დაწყებას და…
2025 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი იწყება 15 სექტემბერს.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე კოლეჯში. გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკე: 598535455; 574143536; 551278803
მიმდინარე წლის 06 და 07 აგვისტოს კოლეჯ ბარაკონში, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში. ვულოცავთ კურსდამთავრებულებს საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში
კოლეჯი ბარაკონის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“, IT მხარდაჭერის სპეციალობის მიმართულებით. ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ლუკა ფანჩულიძე მოხვდა 25 საუკეთესო სტუდენტს შორის! ოლიმპიადა ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობდა 21 პროფესიული კოლეჯიდან შერჩეული 150-მდე სტუდენტი. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა…
მიმდინარე წლის 11 ივლისს, კოლეჯᲨი კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,ისტორიის სხვა მხარე” და ,,ბიორნ იონსაიდის საგა”. ჩვენების ბოლოს საინტერესო დისკუსია-სესია გაიმართა. დისკუსიას სამოქალაქო განათლების პროფესიული განათლების მასწავლებელი ნოდარ აფხაძე უძღვებოდა.



