შპს ბარაკონმა არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო ონლაინ გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავა უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მიზნებსა და შინაარსს პრეზენტაციის საშუალებით გაეცნენ შპს ბარაკონის ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები/ინსტრუქტორები.



