პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე კოლეჯში. გაიცემა ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკე: 598535455; 574143536; 551278803
მიმდინარე წლის 06 და 07 აგვისტოს კოლეჯ ბარაკონში, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო გამოცდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში. ვულოცავთ კურსდამთავრებულებს საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში
კოლეჯი ბარაკონის პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაში „ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა“, IT მხარდაჭერის სპეციალობის მიმართულებით. ბარაკონის პროფესიული სტუდენტი ლუკა ფანჩულიძე მოხვდა 25 საუკეთესო სტუდენტს შორის! ოლიმპიადა ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა პროფესიული სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობდა 21 პროფესიული კოლეჯიდან შერჩეული 150-მდე სტუდენტი. ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა…



