მიმდინარე წლის 11 ივლისს, კოლეჯᲨი კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,ისტორიის სხვა მხარე” და ,,ბიორნ იონსაიდის საგა”. ჩვენების ბოლოს საინტერესო დისკუსია-სესია გაიმართა. დისკუსიას სამოქალაქო განათლების პროფესიული განათლების მასწავლებელი ნოდარ აფხაძე უძღვებოდა.
კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისა და მუშაობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შესაბამისად, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.



