მიმდინარე წლის 11 ივლისს, კოლეჯᲨი კინოჩვენება გაიმართა. ნაჩვენები იყო ორი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ,,ისტორიის სხვა მხარე” და ,,ბიორნ იონსაიდის საგა”. ჩვენების ბოლოს საინტერესო დისკუსია-სესია გაიმართა. დისკუსიას სამოქალაქო განათლების პროფესიული განათლების მასწავლებელი ნოდარ აფხაძე უძღვებოდა.
კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა. თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისა და მუშაობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. შესაბამისად, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
მიმდინარე წლის 09 ივლისს, საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტების საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრების შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო, კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება და დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მიმდინარე წლის 07 ივლისს, კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2022 წელს ჩარიცხული საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა. დირექტორის მოადგილემ, ნინო ბოკერიამ და სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტმა, ნოდარ აფხაძემ პროფესიულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი…
2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2025 წლის 04 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხაა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი…



