მიმდინარე წლის 26 მარტს, სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე ,,არ დაემონო თამბაქოს, იყავი თავისუფალი! აირჩიე ჯანმრთელობა!’’, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება თამბაქოს მოხმარების თაობაზე. შეხვედრას უძღვებოდა ტრენერი შოთა ოდიშვილი. პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. შეხვედრის ძირითადი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეები მომხსენებლისგან იღებდნენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით…
პროფესიულ განათლებაში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვისა და განვითარების კონკურსის ფარგლებში გაიხსნა „პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი ჯანსაღი ცხოვრება და თანასწორობა 2025“! ფესტივალის ორგანიზატორები არიან სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ და სსიპ კოლეჯი „მოდუსი“. პროექტის მხარდამჭერია ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო. სპორტულ ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი და 350 პროფესიული სტუდენტი მთელი საქართველოს პროფესიული კოლეჯებიდან, რომელთა შორისაა კოლეჯი ბარაკონიც. ფესტივალი მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო…
7 მარტს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული კორპორატიული ღონისძიება „პროფესიონალთა ტრიუმფი“ გაიმართა, რომელშიც ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე, საექთნო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ კოლეჯების საექთნო მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელები. ღონისძიებაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ, რაზეც ასოციაცია, საქართველოს კარიტასი, საქართველოს წითელი ჯვარი და ექთანთა ასოციაცია ინტენსიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დამფუძნებელი ორგანიზაციების…



