Yearly Archives: 2025

უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა

უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა

შპს ბარაკონმა არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო ონლაინ გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავა უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მიზნებსა და შინაარსს პრეზენტაციის საშუალებით გაეცნენ შპს ბარაკონის ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები/ინსტრუქტორები.

ვრცლად

2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში დაინტერესებულ მხარეებთან შედგა 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პროექტს და განხილვაზე წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები.

ვრცლად

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

საექთნო საქმის, ფარმაციის (სააფთიაქო) და ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ კოლეჯის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ, რომ თქვენი პროფესია იყოს არა მხოლოდ საქმე, არამედ თქვენი თვითრეალიზაციის და ბედნიერების წყარო.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია,

საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია,

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს კოლეჯ ბარაკონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია. სემინარი, რომელიც საინტერესო საკითხებს მოიცავდა, ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებისთვის.

ვრცლად

ციფრული უსაფრთხოების ცოდნა პროფესიულ კოლეჯებში!

ციფრული უსაფრთხოების ცოდნა პროფესიულ კოლეჯებში!

პროექტის „უსაფრთხო ონლაინი“ და კოლეჯი „ბარაკონის“ წარმომადგენლები მარნეულის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის ხელმძღვანელობასთან ერთად ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილული იქნა: პროფესიული კოლეჯის პროფესიული სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გამოკითხვა ონლაინ უსაფრთხოების თემებზე; კოლეჯის საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგების შემუშავება და ჩატარება; გრძელვადიანი თანამშრომლობა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა. ჩვენი პროგრამა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ზემოთ ხსენებულ…

ვრცლად

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, სასწავლო პროცესი დაიწყო

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, 25 ნოემბერს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო! კოლეჯის წარმომადგენლებმა პროფესიულ სტუდენტებს მიულოცეს სწავლის დაწყება და დაურიგეს სიმბოლური საჩუქრები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კოლეჯის ვებგვერდი, სასწავლო შინაგანაწესი, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტები.

ვრცლად

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

2025 წელს, საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2025 წლის 04 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხა: 1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების მოთხოვნის თაობაზე (ივსება კოლეჯში). 2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 3. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა…

ვრცლად

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში დარეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2025 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა შედეგები გამოქვეყნებულია vet.emis.ge . 30 ოქტომბრიდან 01 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტებმა უნდა გააკეთონ საბოლოო არჩევანი და მონიშნონ მხოლოდ ის ერთი პროგრამა, რომელზეც სურთ სწავლა.

ვრცლად

საექთნო საქმის სტანდარტის რევიზიის სამუშაო შეხვედრა

საექთნო საქმის სტანდარტის რევიზიის სამუშაო შეხვედრა

14 ოქტომბერს, კოლეჯმა ფანასკერტელმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ერთობლივ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის რევიზიის ძირითადი ასპექტების შეჯერება. შეხვედრას დაესწრო 20-მდე პრაქტიკოსი ექთანი და სფეროს ექსპერტი. პროფესიული უნარების სააგენტოს ეგიდით სტანდარტების გადამუშავების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ასოციაცია ამ პროცესში სააგენტოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ასოციაციის საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტი…

ვრცლად